პროგრამი „კლდის“ შესახებ

„კლდე“ (Rock Solid) არის პროგრამა მოზარდთა კლუბებისთვის, რომელიც უკვე გამოიყენება მრავალი ეკლესიის მიერ მთელს მსოფლიოში. მისი მიზანია სახარების საინტერესო და ხელმისაწვდომი ფორმით გადმოცემა 11-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც ჯერ პირადად არ იცნობენ ქრისტეს. პროგრამა დაგეხმარებათ იდეებით და კარგად გააზრებული სტრუქტურით. ეს საშუალებას მოგცემთ რეგულარული მხიარული და სასარგებლო შეხვედრები ჩაატაროთ .ქრისტიანული ფასეულობების მიწოდება შემოქმედებითი და შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. გაკვეთილები ჩვეულებრივ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, მაგრამ პრიგრამას აქვს მოქნილი სტრუქტურა, ასე რომ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად შეამციროთ ან გაზარდოთ გაკვეთილები.

გაკვეთილის ჩატარების სახელმძღვანელო

გაკვეთილების მაგალითი:

(დარეგისტრირდით, რომ ქონდეთ წვდომა 51 გაკვეთილთან)

იესოსთან პირისპირ: ავაზაკები ჯვარზე

ეს სესია იკვლევს იმ ურთიერთქმედებებს, რაც იესოს თავისი სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდა და მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებს იესოს პიროვნების შეცნობისაკენ წაუძღვეს.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 96 წუთი
გაზაფხული 2023
იესოს სიკვდილი

აღდგომამდე ვაპირებთ ქრისტიანული რწმენის ძირითადი ელემენტი, იესოს სიკვდილი გამოვიკვლიოთ.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი
გაზაფხული 2023
YouTube შეკითხვა: რატომ დუმს ღმერთი?

ეს სესია იკვლევს:  რას ნიშნავს ღვთის მოსმენა; როგორ გვიწინამძღოლოს ის და როგორ ვცნობთ მის ხმას ყველა იმ ხმებს შორის, რომლებსაც ვისმენთ. 

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი
გაზაფხული 2023
ერთადერთი გზა? სხვა სარწმუნოება

იესო ამბობს, რომ ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე...მხოლოდ ქრისტიანობა არ არის ერთადერთი სარწმუნოება მსოფლიოში. მაშინ, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ქრისტიანობა სწორია და მათი ღმერთი რეალურია?

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 96 წუთი
გაზაფხული 2023
რა არის შენი მემი

ჩვეულებრივ, მიმი წარმოადგენს სურათს ან მოკლე ვიდეოს, რომელიც ვირუსივით ვრცელდება საზოგადოებაში. ახალგაზრდებს უყვართ მიმები. ისინი მოკლე და ეფექტურია (ზოგჯერ შეუფერებელიც კი). ამ სესიაში ვაპირებთ, რომ მიმების სამყაროში გადავეშვათ.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 93 წუთი
გაზაფხული 2023
სტატუსის განახლება

ახალგაზრდებს უყვართ სტატუსების განახლება, ისინი ანახლებენ პოსტებს იმის შესახებ, თუ სად იყვნენ და რას აკეთებენ - აქვეყნებენ ციტატებს და სურათებს ონლაინ მეგობრებისათვის, მაგრამ რას მოიცავს სტატუსი რეალურ ცხოვრებაში?

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 109 წუთი
გაზაფხული 2023
იბრძოლე ან გაიქეცი: კონფლიქტი

კონფლიქტი. კონფლიქტი არის ის, რასაც ყველა ვხვდებით ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ფიქრები ჩავერთოთ ამ „ბრძოლაში თუ გავექცეთ“ მას. კონფლიქტთან თავის არიდება ან მასში ჩართვა მარტივი როდია.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 108 წუთი
გაზაფხული 2023
პატიება

ეს სესია იკვლევს თუ რას ნიშნავს ვპატიობდეთ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს ან გვაწყენინეს. მათეს მე-18 თავში ვკითხულობთ იესოს მოწოდებას, ვაპატიოთ სხვებს ისე, როგორც მან გვაპატია.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი
გაზაფხული 2023
ღმერთი ინსტაგრამზე: საუკეთესო ფოტო რედაქტორი

ახალგაზრდებს უყვართ ინსტაგრამის გამოყენება, მაგრამ ხშირად მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იდეალური სურათი გადაიღონ, რათა სხვებზე მოახდინონ შთაბეჭდილება ან შექმნან ისეთი წარმოდგენა, თითქოს ცხოვრება იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე ის რეალურად არის.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 105 წუთი
გაზაფხული 2023
იუთუბერების გავლენა

არსებობს ონლაინ საზოგადოება, რომლებიც ვიდეოებს ქმნიან და Youtube-ზე ათავსებენ. ხშირად, ამ ხალხს უფრო მეტი აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე მათ მთლიან ქვეყანაში ადამიანთა რაოდენობა - მათ „იუთუბერები“ ეწოდებათ.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 101 წუთი
გაზაფხული 2023
რატომ ეკლესია?

ეს სესია ეხმარება ახალგაზრდებს, შეისწავლონ საკითხი, რატომ დავდივართ ეკლესიაში, რას გვთავაზობს ის და რა არის ეკლესია.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 77 წუთი
გაზაფხული 2023
მეცნიერება და რწმენა: მეგობრები თუ მტრები

ეს სესია განიხილავს რწმენის გარშემო არსებულ მნიშვნელოვან შეკითხვებს, მაგალითად უარყო თუ არა მეცნიერებამ ღმერთის არსებობა.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი
გაზაფხული 2023