პატიება

პატიება

ეს სესია იკვლევს თუ რას ნიშნავს ვპატიობდეთ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს ან გვაწყენინეს. მათეს მე-18 თავში ვკითხულობთ იესოს მოწოდებას, ვაპატიოთ სხვებს ისე, როგორც მან გვაპატია. თუ გულში შევინახავთ ტკივილს, რომელსაც სხვების მიერ ჩადენილი საქციელის გამო განვიცდით, უფრო მეტად დავაზიანებთ და ვატკენთ საკუთარ თავს, მაგრამ თუ ამ ნეგატიური გრძნობებისგან განვთავისუფლდებით, საშუალებას მივცემ საკუთარ თავს და ასევე იმ პიროვნებებს ვინც ტკივილი მოგვაყენა, რომ ყოველივე თავიდან დავიწყოთ და თავისუფლებით დავტკბეთ, რაც პატიებას მოაქვს.  

სესიის ლოცვა: მამა, მადლობას გიხდით პატიებისთვის, რომელიც ახალ საწყისს გვაძლევს ცხოვრებაში. დაგვეხმარე ეს საჩუქარი იმ პიროვნებებსაც გავუზიაროთ, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ და ასევე გავუზიაროთ ეს თავისუფლება იმ ახალგაზრდებს, რომლებთან მსახურების პრივილეგიაც მოგვეცი, ამინ! 

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი

მიზნები

  • გამოვიკვლიოთ გზა, თუ როგორ უნდა ვაპატიოთ მათ, ვინც გვტკენს 
  • ჭეშმარიტი თავისუფლება მივანიჭოთ მათ, ვინც ტკივილს გვაყენებს და მათ, ვინც იღებს ამ ტკივილს

აღწერილობა

ეს სესია იკვლევს თუ რას ნიშნავს ვპატიობდეთ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს ან გვაწყენინეს. მათეს მე-18 თავში ვკითხულობთ იესოს მოწოდებას, ვაპატიოთ სხვებს ისე, როგორც მან გვაპატია. თუ გულში შევინახავთ ტკივილს, რომელსაც სხვების მიერ ჩადენილი საქციელის გამო განვიცდით, უფრო მეტად დავაზიანებთ და ვატკენთ საკუთარ თავს, მაგრამ თუ ამ ნეგატიური გრძნობებისგან განვთავისუფლდებით, საშუალებას მივცემ საკუთარ თავს და ასევე იმ პიროვნებებს ვინც ტკივილი მოგვაყენა, რომ ყოველივე თავიდან დავიწყოთ და თავისუფლებით დავტკბეთ, რაც პატიებას მოაქვს.  

სესიის ლოცვა: მამა, მადლობას გიხდით პატიებისთვის, რომელიც ახალ საწყისს გვაძლევს ცხოვრებაში. დაგვეხმარე ეს საჩუქარი იმ პიროვნებებსაც გავუზიაროთ, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ და ასევე გავუზიაროთ ეს თავისუფლება იმ ახალგაზრდებს, რომლებთან მსახურების პრივილეგიაც მოგვეცი, ამინ! 

გაკვეთილისთვის საჭირო მასალა

  • დიდი მუყაოს ყუთები
  • ბუშტები
  • შეფუთული ტკბილეული
  • თოკი
  • ორი ნიშანი: „არ იდარდო“ „არასდროს დავივიწყებ!“
  • ცოდვების ან დანაშაულების ჩამონათვალი
  • თოკი ან წებოვანი ლენტი
  • ვიდეოს ყურების ტექნიკა
  • ტკბილეული
  • შესაფუთი ქაღალდი ან გაზეთი
  • მუსიკა და სპიკერები
  • ბიბლია
  • დამატებითი მასალა «forgive»
  • დარტსის დაფა
  • ფურცელი
  • კალამი
  • ქაღალდი
  • კალმები

ჩემი მოდულები

უი...ბოდიში!

დასაწყისი
6 წუთი

მომზადება: აირჩიეთ ორი ლიდერი, რათა „იმოქმედონ“ ისე, როგორც ქვემოთ არის მოცემული.

თამაში

  • ახალგაზრდების მოსვლის და მათი აქეთ-იქით სიარულის დროს არჩეული ლიდერები უნდა შეეცადონ, რომ განზრახ გამოიწვიონ პრობლემები, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოიხადონ სიტყვებით - „უი...ბოდიში!“
  • ეს შესაძლოა მოიცავდეს: ხალხთან დაჯახებას, მაგიდაზე არსებული ნივთების ძირს დაგდებას, სხვისი მაგიდიდან ტკბილეულის აღებას, ქურთუკების ჩამოგდებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ნორმის ფარგლებს არ უნდა გასცდეს და მხოლოდ იმ პიროვნებებისკენ უნდა იყოს მიმართული, ვისზეც ფიქრობთ, რომ ამას გაუმკლავდებიან.

დააგროვე!

განცხადება
6 წუთი

მომზადება: ცალკეულ ყუთებზე დაწერეთ დღევანდელი დღის უწყება და ოთახში გაანაწილეთ.

განცხადებები

  • სთხოვეთ მოხალისეს წინ გამოვიდეს, რათა უწყებების კითხვისას ხელში დაიჭიროს ისინი.
  • სთხოვეთ სხვა ახალგაზრდებს წინ გამოიტანონ თითოეული ყუთი.
  • მოხალისის მკლავებზე ყუთები სათითაოდ დაალაგეთ ერთმანეთზე და წაიკითხეთ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით.
  • ყუთები საკმაოდ უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ მოხალისეს მათი დაჭერა გაუჭირდეს.

შეტყობინება

დღეს ვიფიქრებთ იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს ვაპატიოთ ადამიანებს, მაშინ როდესაც ტკივილს გვაყენებენ. ამის გაკეთება შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს, თუ ჩვენ ყველა იმ დეტალს ვიტოვებთ შინაგანში, რასაც ადამიანები გვიკეთებენ, ბოლოს მათთან გამკლავება გაგვიჭირდება, თითქმის ისე, როგორც დღეს ჩვენს მოხალისეს.

დამატებითი მასალა
დიდი მუყაოს ყუთები

ბუშტების გაშვება

თამაში
7 წუთი

მომზადება: თითოეული ახალგაზრდისათვის გაბერეთ თითო ბუშტი, ბუშტის შეკვრამდე მასში ტკბილეული მოათავსეთ ან შეგიძლიათ გამოჭრილი მონეტები ჩადოთ ბუშტებში და მოგვიანებით გადაუცვალოთ მოთამაშეს ტკბილეულში. ბუშტს იმ სიგრძის თოკი მოაბით, რომ თითოეულმა მოთამაშემ შეძლოს ბუშტის კოჭზე დამაგრება.

თამაში

  • თითოეულ მოთამაშეს მიეცით ბუშტი, რათა კოჭზე მოიბან.
  • თითოეული მოთამაშე უნდა ეცადოს, რომ სხვა მოთამაშის ბუშტი გახეთქოს და ამავდროულად დაიცვას საკუთარი.
  • ამგვარად ისინი შეძლებენ დააგროვონ ბუშტში მოთავსებული ტკბილეული/მონეტები
  • თამაშს ტოვებს ის მოთამაშე, რომლის ბუშტიც გასკდება.

შეტყობინება

როდესაც შინაგანში ვიტოვებთ იმ დეტალებს, რაც ტკივილს გვაყენებს ეს გვამძიმებს და ხელს გვიშლის, მაგრამ როდესაც ვპატიობთ ამით გავცემთ საჩუქარს (როგორც ტკბილეულს) და საკუთარ თავს ვათავისუფლებთ ტვირთისაგან, რომელსაც ვატარებთ.

დამატებითი მასალა
ბუშტები
შეფუთული ტკბილეული
თოკი

პატიების საზომი

დისკუსია
6 წუთი

მომზადება: გამოიყენეთ თოკი ან წებოვანი ლენტი, რათა ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე ხაზი გაავლოთ. ოთახის ბოლოში ერთმანეთის პირისპირ დაამაგრეთ ორივე ნიშანი. მზად გქონდეთ „ცოდვების“ ან „დანაშაულების“ ჩამონათვალი, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც უბრალო, ასევე სერიოზულ დანაშაულებს, მაგალითად შენი ტელეფონის დაუკითხავად აღება, ბოლო ნაჭერი ნამცხვრის შეჭმა, შენი დაბადების დღე დაავიწყდათ, ჭორებს ავრცელებენ შენს შესახებ და ა.შ

თამაში

  • აუხსენით ახალგაზრდებს, რომ წაიკითხავთ ისეთი საკითხების ჩამონათვალს, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს ტკივილი მოგვაყენოს.
  • თითოეული საკითხის წაკითხვისას, ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ რომელ ხაზში ჩადგებიან, რათა გამოხატონ რამდენად სერიოზულია დანაშაული.
  • იმის შემდეგ, როდესაც აირჩევენ თუ რომელ ხაზში ჩადგნენ, ერთ ან ორ ახალგაზრდას სთხოვეთ ახსნან, რატომ ფიქრობენ, რომ ის რაც მათ შეემთხვათ იმსახურებს პატიებას ან პირიქით.

შეჯამება

ზოგჯერ მარტივია ადამიანების პატიება, ალბათ იმიტომ, რომ რაც მათ ჩაიდინეს უმნიშვნელო იყო,(ისეთი რამ, როგორიც სესიის დაწყებისას ლიდერის მიერ განზრახ შექმნილი პრობლემა იყო) მაგრამ სხვა რამის პატიება ბევრად რთულია. სესიის განმავლობაში ამ ყოველივეს უფრო დაწვრილებით გამოვიკვლევთ.

დამატებითი მასალა
ორი ნიშანი: „არ იდარდო“ „არასდროს დავივიწყებ!“
ცოდვების ან დანაშაულების ჩამონათვალი
თოკი ან წებოვანი ლენტი

იგავი შეუბრალებელი მონის შესახებ 1

ვიდეო
7 წუთი

მოუწოდეთ ახალგაზრდებს, დაიკავონ ადგილები, რათა ვიდეოს უყურონ. უთხარით მათ, რომ ვიდეო იმ იგავს გადმოსცემს, რომელიც ერთხელ იესომ წარმოთქვა, როდესაც მას ჰკითხეს იმის შესახებ, როგორ უნდა გამოეხატათ პატიება ერთმანეთის მიმართ. აჩენეთ შემდეგი კლიპი:

https://youtu.be/sibYVeLwi5E

შეჯამება

ამ ისტორიის გადმოცემით იესო ცდილობდა აეხსნა, რომ ღმერთმა ყველაფერი გვაპატია, როგორც მეფემ მიუტევა ვალი მონას. ეს ისტორია გვაჩვენებს, როგორ უნდა გადავცეთ სხვებს წყალობა პატიების მეშვეობით, რადგან თავდაპირველად ჩვენ გვეპატია.

დისკუსია

  • რას ფიქრობთ ამ მონის საქციელზე სხვა მონის მიმართ, რომელსაც მისი მცირეოდენი თანხა ემართა?
  • როგორ შეგვიძლია გადავცეთ ჩვენთვის მოცემული წყალობა, იმ პიროვნებებს, ვინც ტკივილს გვაყენებენ?
დამატებითი მასალა
ვიდეოს ყურების ტექნიკა

გადაეცი ამანათი

თამაში
6 წუთი

მომზადება: შეფუთეთ ამანათი იმდენი ქაღალდის გამოყენებით, რომ ყველა მონაწილეს მოუწიოს მისი გახსნა. (დაგჭირდებათ მხოლოდ პრიზები, არა ჯარიმები)

თამაში

  • სთხოვეთ ახალგაზრდებს ოთახში ჯგუფის წევრებისაგან მოშორებით მოთავსდნენ.
  • აუხსენით, რომ თამაში ექსტრემალურია, ამანათებს თითოეულ ჯერზე გუნდის სხვადასხვა წევრს ესვრიან, ნაცვლად იმისა, რომ ფრთხილად გადააწოდონ მათ გვერდით მჯდომს.
  • ჩვეულებისამებრ ჩართეთ მუსიკა და პერიოდულად დააპაუზეთ, რათა მოთამაშემ გახსნას ამანათის ერთი ფენა.
  • მოთამაშე, რომელიც ტკბილეულობას მოიგებს, უნდა აირჩიოს ვის გადასცემს თავის პრიზს (წყალობის გადაცემა!)
  • სთხოვეთ მოთამაშეებს, რომ ყოველ ჯერზე სხვას გადასცენ ამანათი, რათა ყველამ მიიღოს მონაწილეობა.

შეჯამება

თამაშის მიზანია ამანათი ყოველ ჯერზე გადაეცეს შემდეგ მოთამაშეს და მის ერთ ფენაში არსებული ტკბილეული ერთმანეთს გაუნაწილონ მოთამაშეებმა. ამგვარად, როდესაც ღმერთისგან წყალობას ვიღებთ, ჩვენ ეს მომდევნო პიროვნებას უნდა გადავცეთ; ვაპატიოთ მათ, ვინც გვტკენენ. ნუ დავემსგავსებით ისტორიიდან იმ კაცს, რომელმაც სხვის მიმართ წყალობა არ გამოიჩინა.

დამატებითი მასალა
ტკბილეული
შესაფუთი ქაღალდი ან გაზეთი
მუსიკა და სპიკერები

იგავი შეუბრალებელი მონის შესახებ 2

აზრები ბიბლიიდან
7 წუთი
  • ახალგაზრდები პატარა ჯგუფებში გადაანაწილეთ, აუცილებელია ჰყავდეთ ლიდერი და ჰქონდეთ ბიბლია.
  • დაეხმარეთ იპოვონ იგავი შეუბრალებელი მონის შესახებ( მათეს 18:21-35), რომელსაც თავის პატარა ჯგუფებში წაიკითხავენ.

დისკუსია

  • იმის გარდა, რასაც ფილმში უყურეთ, დამატებით რა აღმოაჩინეთ ბიბლიიდან?
  • ისტორიის მიხედვით, რა შეემთხვა იმ კაცს, რომელმაც წყალობა არ გამოიჩინა სხვა ადამიანის მიმართ?
  • რატომ არის ღმერთისთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ პატიება გამოვიჩინოთ სხვა ადამიანების მიმართ?

შეჯამება

ღმერთი ყოველთვის გვაპატიებს, როდესაც ამას ვთხოვთ. ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია ჩვენს მიმართ. სანაცვლოდ, ის მოელის ჩვენგან, რომ პატიება სხვების მიმართაც გამოვიჩინოთ. მიუხედავად იმისა, რომ პატიება შესაძლოა ძალიან რთული იყოს, ღმერთი ყოველთვის დაგვეხმარება ამის შესრულებაში, როცა ვთხოვთ, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაპატიოთ.

დამატებითი მასალა
ბიბლია

პატიების სცენარები

მოქმედება
12 წუთი
  • ჯგუფები პატარა გუნდებად გაყავით და თითოეულ მათგანს დაურიგეთ სცენარი(იხილეთ დანართი)
  • სთხოვეთ მოამზადონ მოკლე როლური თამაში, სადაც აჩვენებენ როგორ გაუმკლავდებოდნენ მათთვის მიცემულ სიტუაციას.
  • თითოეულ ჯგუფს მიეცით დრო დისკუსიისა და როლური თამაშის რეპეტიციისათვის, იქამდე სანამ დიდ ჯგუფს წარუდგენდნენ.
  • სხვა ჯგუფის წევრებს მიეცით საშუალება, რომ დაამატონ საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ გაუმკლავდებოდნენ წარდგენილ სიტუაციას.

შეჯამება

ცხოვრებაში ყველა შევხვდებით განსხვავებულ სიტუაციებს, რომელშიც შესაძლოა გაგვიადვილდეს ან გაგვიჭირდეს პატიების გამოვლენა. ზოგჯერ შესაძლოა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს იმაზე ფიქრი, თუ როგორი რეაგირება გვექნებოდა გარკვეულ სიტუაციაში, სანამ მასთან გამკლავება რეალურ ცხოვრებაში მოგვიწევდეს.

დამატებითი მასალა
დამატებითი მასალა «forgive»

სამოცდაათ გზის შვიდჯერ 70 x 7

თამაში
6 წუთი
  • დაგჭირდებათ 3 ან 4 მოხალისე
  • თითოეულ მოთამაშეს აუხსენით, რომ გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება 490 ქულასთან.

შეჯამება

როდესაც პეტრე იესოს ეკითხება, თუ რამდენჯერ უნდა მიუტევოს ძმას მის მიმართ შეცოდება, იესო პასუხობს, სამოცდაათ გზის შვიდჯერამდე. იესოს კონკრეტული რიცხვი ან ლიმიტი არ დაუსახელებია, ამის სანაცვლოდ მან აჩვენა, რომ ადამიანს, რომელიც შენს მიმართ შესცოდავს ყოველ ჯერზე უნდა აპატიო.

დამატებითი მასალა
დარტსის დაფა

შეკითხვები

მოქმედება
10 წუთი
  • ახალგაზრდები პატარა ჯგუფებად დაყავით, დაურიგეთ ფურცელი და კალამი.
  • აუხსენით, რომ გესმით თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს პატიება კონკრეტულ სიტუაციებში და უთხარით, რომ მათთვის რამდენიმე შეკითხვა გაქვთ; შეგიძლიათ შეკითხვები პროექტორის გამოყენებით წარუდგინოთ, რათა თითოეული საკითხი ბევრად უფრო მარტივად გასაგები იყოს.
  • კითხვების შემუშავებისათვის გამოყავით რამდენიმე წუთი, შემდეგ კი შეკითხვები ფურცელზე ჩამოწერეთ.
  • აირჩიეთ ლიდერები, რომლებიც პანელთან დასხდებიან, წაიკითხავენ შეკითხვებს და საპასუხოდ წინადადებებსაც შესთავაზებენ ახალგაზრდებს.
დამატებითი მასალა
ფურცელი
კალამი

გპატიობ

დასასრული
7 წუთი

შეტყობინება

შესაძლოა ამ სესიის მეშვეობით დაფიქრდით ისეთ სიტუაციებზე, სადაც პატიებაა საჭირო. ერთი რამ, რისი გაკეთებაც ამ პროცესში დაგვეხმარება, წერილის დაწერაა იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც ტკივილი მოგაყენათ, სადაც აუხსნით თუ როგორ გრძნობთ თავს და ეტყვით, რომ პატიობთ იმას, რაც გაგიკეთეს. შესაძლოა წერილის მიცემა არ გახდეს საჭირო, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენი ფიქრების უბრალოდ ფურცელზე გადმოტანის პროცესიც შესაძლოა დაგვეხმაროს იმის გააზრებაში, რომ ტკივილი, რომელსაც განვიცდიდით უკვე წარსულს ჩაბარდა.

მოქმედება

  • ახალგაზრდებს დაურიგეთ ფურცელი და კალამი, წაახალისეთ თითოეული მათგანი, რომ იპოვონ ადგილი, სადაც განმარტოვდებიან, დაწერენ წერილს იმ პიროვნებისათვის, რომელმაც გული ატკინა და ეტყვიან, რომ პატიობენ ჩადენილს.
  • საჭიროებისამებრ, ნებისმიერ ახალგაზრდას მიეცით შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ ლიდერთან. განსაკუთრებით მათ, ვისზეც ყველაზე მეტად იმოქმედა სიტუაციამ.

შეჯამება

ღმერთს ყველა ჩვენგანისათვის საუკეთესო სურს. ის ხედავს, რომ ცხოვრების საუკეთესო გზა ჩვენთვის ის არის, რომ ვაპატიოთ მათ, ვინც ტკივილს გვაყენებს ისევე, როგორც ღმერთმა გვაპატია ის ქცევები, რაც მასაც სტკენდა. პატიება ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს ორივე პიროვნებას, ვინც არასწორად მოიქცა და ასევე იმასაც, ვინც ამის შედეგად ტკივილი განიცადა. პატიება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ დაგვეხმარება, როცა ამას ვთხოვთ.

დამატებითი მასალა
ქაღალდი
კალმები