იუთუბერების გავლენა

იუთუბერების გავლენა

არსებობს ონლაინ საზოგადოება, რომლებიც ვიდეოებს ქმნიან და Youtube-ზე ათავსებენ. ხშირად, ამ ხალხს უფრო მეტი აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე მათ მთლიან ქვეყანაში ადამიანთა რაოდენობა - მათ „იუთუბერები“ ეწოდებათ. მათი გავლენა ფენომენალურია და ეს სესიაც სწორედ „იუთუბერების“ შესახებ იკვლევს, რათა ჩაწვდეს გავლენის თემას და დაეხმაროს ახალგაზრდებს გამოიკვლიონ, თუ ვინ ახდენს მათზე ზეგავლენას და როგორ შეუძლიათ გარშემომყოფებზე დადებითი გავლენის მოხდენა.

სესიის ლოცვა:

ძვირფასო ღმერთო, ვლოცულობთ რათა დაგვეხმარო, რომ ხალისით გამოვიკვლიოთ „იუთუბერების“ თემა და ის, თუ რას აკეთებენ ისინი. დაგვეხმარე, რომ უკეთ გავიაზროთ, რას წარმოადგენს „გავლენა“ ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ამინ!

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 101 წუთი

მიზნები

  • იუთუბერებზე დაკვირვების მეშვეობით ახალგაზრდებმა „გავლენის“ იდეა გამოიკვლიონ.
  • უფრო კარგად გაიაზრონ, თუ ვინ ახდენს მათ ცხოვრებაზე გავლენას.
  • გამოიკვლიონ, თუ როგორ შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინონ გარშემომყოფებზე.

აღწერილობა

არსებობს ონლაინ საზოგადოება, რომლებიც ვიდეოებს ქმნიან და Youtube-ზე ათავსებენ. ხშირად, ამ ხალხს უფრო მეტი აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე მათ მთლიან ქვეყანაში ადამიანთა რაოდენობა - მათ „იუთუბერები“ ეწოდებათ. მათი გავლენა ფენომენალურია და ეს სესიაც სწორედ „იუთუბერების“ შესახებ იკვლევს, რათა ჩაწვდეს გავლენის თემას და დაეხმაროს ახალგაზრდებს გამოიკვლიონ, თუ ვინ ახდენს მათზე ზეგავლენას და როგორ შეუძლიათ გარშემომყოფებზე დადებითი გავლენის მოხდენა.

სესიის ლოცვა:

ძვირფასო ღმერთო, ვლოცულობთ რათა დაგვეხმარო, რომ ხალისით გამოვიკვლიოთ „იუთუბერების“ თემა და ის, თუ რას აკეთებენ ისინი. დაგვეხმარე, რომ უკეთ გავიაზროთ, რას წარმოადგენს „გავლენა“ ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ამინ!

გაკვეთილისთვის საჭირო მასალა

  • შოკოლადის პატარა ფილა ან ტკბილეული
  • თვალსახვევი
  • თასი
  • ბამბის ბურთულები
  • თეფში
  • კოვზი
  • თასი
  • ზეფირი(ე.წ მარშმელოუ)
  • ფურცელი
  • კალმები
  • სკიტლესი ან რაიმე მსგავსი ტკბილეული
  • წებოვანი ფურცლები
  • კალმები
  • კენჭები ან ღილები
  • 2 სათლი
  • შოკოლადის პატარა ფილა ან ტკბილეული
  • კალმები
  • დამატებითი მასალა «Quiz it Up»
  • ფურცელი
  • კალმები
  • დინამიკი
  • პროექტორი
  • ლეპტოპი
  • ორცხობილა
  • შაქრის პუდრა
  • ტკბილეული
  • თეფშები
  • თასები
  • კოვზები
  • ჩაის ტილო
  • ფურცელი
  • კალმები

ჩემი მოდულები

საიდუმლო ინფლუენსერი - ნაწილი 1

დასაწყისი
5 წუთი
  • სესიის დასაწყისში თითოეულ ახალგაზრდას დაურიგეთ ტკბილეული ან შოკოლადი, მაგრამ გააფრთხილეთ, რომ სესიის დასრულებამდე არ შეჭამონ (მოუბოდიშეთ უხერხული სიტუაციისათვის)
  • აირჩიეთ ერთი ან ორი ახალგაზრდა, რომლებსაც საიდუმლოდ ეტყვით, რომ ტკბილეული/შოკოლადი დროზე ადრე შეჭამონ.
  • ამ აქტივობის მიზანია გავიგოთ, შეუძლიათ თუ არა მათ სხვებზეც მოახდინონ გავლენა და ტკბილეულის ადრეულად მირთმევისაკენ უბიძგონ მათ.
  • ტკბილეულის თემას „საიდუმლო ინფლუენსერების“ მეორე ნაწილში დავუბრუნდებით.
დამატებითი მასალა
შოკოლადის პატარა ფილა ან ტკბილეული

გამოწვევა, ბამბის ბურთულა

თამაში
5 წუთი

ვიდეო: https://youtu.be/Lf40_j2nHfM

თამაში

  • სთხოვეთ ორ მოხალისეს წინ გამოსვლა.
  • ერთ-ერთს მიეცით ბამბის ბურთულებით სავსე თასი, ხოლო მეორეს თვალები აუხვიეთ.
  • პიროვნება, რომელსაც თვალები აქვს ახვეული თეფში ერთი ხელის გამოყენებით თავზე უნდა დაიდოს, ხოლო მეორე ხელში კოვზი უნდა დაიჭიროს.
  • განუმარტეთ, რომ მათ მხოლოდ 5-ჯერ შეუძლიათ თასიდან ბამბის ამოღება და უნდა ეცადონ, რომ თეფშზე რაც შეიძლება მეტი ბამბის ბურთულა დააგროვონ.
  • ხუთივე ცდის შემდეგ მოთამაშეს სახვევი მოხსენით და დაითვალეთ, თუ რამდენი ბამბის ბურთულის მოპოვება შეძლეს! (ძირს ჩამოვარდნილი ბამბის ბურთულები არ ითვლება)
  • შეცვალეთ მოხალისეები.
  • შეგიძლიათ თამაში იმდენჯერ გაიმეოროთ, რამდენჯერაც ამას საჭიროდ ჩათვლით.

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

დღევანდელი სესიის ინსპირაციას „იუთუბერები“ და ის ხალხი წარმოადგენენ, რომლებიც youtube-სთვის ვიდეოებს ქმნიან - დღეს გამოვიკვლევთ მათ საქმიანობას და იმ გავლენას, რომელსაც ისინი ატარებენ, ამასთანავე ვიფიქრებთ, ვინ ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას და ჩვენ როგორი გავლენა გვაქვს სხვებზე.

დამატებითი მასალა
თვალსახვევი
თასი
ბამბის ბურთულები
თეფში
კოვზი

გაივსე პირი

თამაში
7 წუთი

ვიდეო: https://youtu.be/GjON6LkPwIk

თამაში

ინფორმაცია ლიდერისათვის: მიიღეთ უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან აირიდოთ დახრჩობის საშიშროება.

  • ახალგაზრდებს კალამი და ფურცელი დაურიგეთ.
  • ფურცლებზე დაწერონ ცნობილი პიროვნების სახელი, შემდეგ დაკეცონ და თასში მოათავსონ.
  • ყველას დაურიგეთ ზეფირი(ე.წ მარშმელოუ) ან ბურბუშელა.
  • გამოიყვანეთ მოხალისე, რომელმაც თასიდან ცნობილი პიროვნების სახელი უნდა ამოიღოს, მისი დავალებაა ის ჯგუფის დანარჩენ წევრებს ისე აუხსნან, რომ მიახვედროს პიროვნების სახელი. პირი ზეფირით ან ბურბუშელით უნდა ჰქონდეს სავსე.
  • მოხალისეს დავალების შესრულებისათვის 60 წამი მიეცით.
  • შეგიძლიათ თამაში სურვილისამებრ გაიმეოროთ.

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

იუთუბერები ხშირად სახალისო გამოწვევებს აკეთებენ, რომლებიც შემდეგ ინტერნეტში ვრცელდება და ამას ხშირად ბევრი ხალხი იმეორებს. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება იუთუბერებს სხვებზე ჰქონდეთ გავლენა.

დამატებითი მასალა
თასი
ზეფირი(ე.წ მარშმელოუ)
ფურცელი
კალმები

სიმართლე თუ ტყუილი, მიეცი ან აიღე

თამაში
10 წუთი
  • თითოეულ მოთამაშეს 5 სკიტლესი მიეცით.
  • სთხოვეთ, რომ დაწყვილდნენ.
  • აცნობეთ, რომ ახლა იუთუბერების შესახებ კითხვებს დაუსვამთ, რომლებზეც უნდა უპასუხონ, სიმართლეა თუ ტყუილი.
  • პიროვნება, რომელიც შეკითხვას სწორად უპასუხებს სკიტლესს ხელში იტოვებს.
  • პიროვნება, რომელიც შეკითხვას არასწორად უპასუხებს, სკიტლესს თავის პარტნიორს აძლევს - თუმცა, თუ წყვილიდან ორივე პიროვნება არასწორად უპასუხებს შეკითხვას, მაშინ ისინი თავის ტკბილეულს სხვა ჯგუფის წევრებს აძლევენ.
  1. ზოგიერთი ადამიანი ფულს მხოლოდ იუთუბერობით გამოიმუშავებს - სიმართლე.
  2. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იუთუბერები უფრო მეტად პოპულარულები ხდებიან, ვიდრე სელებრითები - სიმართლე.
  3. ყველაზე მდიდარი იუთუბერის შემოსავალი 20 მილიონ დოლარს შეადგენს - ტყუილი ( 200 მილიონი 2022 წლის მონაცემებით) (ჯეფრი სტარი )
  4. პევდიპის ( PewDiePie) , კანადაში მცხოვრები ხალხის რაოდენობაზე უფრო მეტი გამომწერი ჰყავს - სიმართლე ( 111 მილიონი 2022 წლის მონაცემებით)

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

ზოგიერთ იუთუბერს ბევრად მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდრე სელებრითებს, როგორიცაა მაგალითად, ჯასტინ ბიბერი და ტეილორ სვიფტი. კომპანიები ახალი ბრენდის წარდგენის დროს სელებრითების ნაცვლად იუთუბერებს ირჩევენ, სწორედ იმ გავლენისა და ონლაინში ფართო მაყურებლების გამო, რომლებიც მათ ჰყავთ. იუთუბერები ხშირად ხალხისთვის ინსპირაციის წყარო ხდებიან, დაწერონ საკუთარი სიმღერა, ჭამონ ძალიან მწარე წიწაკა და გამოვიდნენ დეპრესიული მდგომარეობიდან - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია!

შეკითხვა

  • დიდ დროს ატარებთ YouTube - ზე?
  • რომელი YouTube ვიდეოს ყურება მოგწონთ?
  • გიყვართ იუთუბერების ყურება? თუ დიახ, დაასახელეთ ის.
დამატებითი მასალა
სკიტლესი ან რაიმე მსგავსი ტკბილეული

განსაზღვრე!

დისკუსია
10 წუთი
  • თითოეულ ახალგაზრდას დაურიგეთ კალამი და 5 წებოვანი ფურცელი.
  • ერთ ფურცელზე ჩამოწერონ „მეგობრები“, ხოლო მეორეზე- „ოჯახის წევრები/მშობლები“.
  • დანარჩენ სამ ფურცელზე ჩამოწერონ ნებისმიერი 3 პიროვნება, რომლებიც მათი აზრით მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ - ეს შესაძლოა იყოს მასწავლებელი, ცნობილი პიროვნება, იუთუბერი, 1 განსაკუთრებული პიროვნება, ავტორი და ა.შ
  • დასრულების შემდეგ ფურცლები კედელზე განათავსონ. კედლის მარცხენა მხარე აღნიშნავს 0-ს, ხოლო მარჯვენა მხარე 10-ს. სთხოვეთ ახალგაზრდებს ფურცლები იმის მიხედვით განათავსონ კედელზე, თუ ვინ ახდენს მათზე ყველაზე დიდ გავლენას.

შეკითხვა

  • რატომ მოათავსეს ეს პიროვნებები კონკრეტულ ადგილზე? სთხოვეთ გაგიზიარონ საკუთარი მოსაზრება.
  • ფიქრობენ, რომ ეს პიროვნებები შკალის ზუსტად იმ ადგილზე უნდა იყვნენ მოთავსებულნი, სადაც ახლა არიან? რომელიმეს ადგილს ხომ არ შეუცვლიდნენ?
დამატებითი მასალა
წებოვანი ფურცლები
კალმები

გავლენა თუ გავლენის უქონლობა

დისკუსია
10 წუთი

მომზადება: სათლი ოთახის ერთ-ერთ მხარეს მოათავსეთ, ერთს დააწერეთ „დიახ“, ხოლო მეორეს - „არა“.

საუბრის დრო:

  • თითოეულ ახალგაზრდას ერთი მუჭა კენჭები/ღილები მიეცით.
  • დაუსვით ქვემოთ მოცემული კითხვები; თუ კითხვაზე უპასუხებენ - „დიახ“, მაშინ კენჭი/ღილი იმ სათლში უნდა მოათავსონ, რომელსაც აწერია „დიახ“, შესაბამისად უნდა მოიქცნენ თუ კითხვაზე უპასუხებენ „არა“-ს.
  1. იუთუბერის ვიდეოს ყურების შემდეგ ოდესმე გაგჩენიათ იგივეს გაკეთების სურვილი?
  2. გაგიკეთებიათ თუ არა რაიმე იმიტომ, რომ ეს YouTube-ზე არსებულ ვიდეოში იხილეთ? ეს შესაძლოა იყოს გამოწვევა/ჩელინჯი, მაკიაჟის ხრიკები/ life hack ახალი თამაში ან ახალი სიმღერის მოსმენა.
  3. გაგიკეთებიათ თუ არა ისეთი რამ, რაც თქვენზე უფროსმა ადამიანმა გააკეთა და ამიტომ თქვენც გსურდათ იგივეს გამეორება?
  4. გიყიდიათ რაიმე იმის გამო, რომ სხვას ჰქონდა ის?
  5. მეგობრის წახალისებით გაგიკეთებიათ ისეთი რამ, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდით?
  6. ცნობილი პიროვნების იმიჯის შესაბამისად შეგიცვლიათ თმის სტილი ან გიყიდიათ რაიმე ახალი სამოსი?
  7. ყოფილხართ თუ არა შთაგონებული, რომ ვინმესთვის კარგი რამ გაგეკეთებინათ?
  • აიღეთ ორივე სათლი და შეადარეთ მათში არსებული კენჭების/ღილების რაოდენობა.
  • სთხოვეთ ახალგაზრდებს გამოხატონ საკუთარი აზრი (შესაძლოა რომელიმე კითხვის გამეორებაც მოგიწიოთ).

დისკუსია

  • გავლენა დადებითია თუ უარყოფითი? რატომ, რატომ არა?
  • მოიყვანეთ დადებითი გავლენის მაგალითები.
  • მოიყვანეთ უარყოფითი გავლენის მაგალითები.
დამატებითი მასალა
კენჭები ან ღილები
2 სათლი

საიდუმლო ინფლუენსერი - ნაწილი 2

დისკუსია
5 წუთი

იდეა

  • პირველი ნაწილის გაგრძელება (საიდუმლო ინფლუენსერი - ნაწილი 1)
  • გაუმხილეთ ახალგაზრდებს, რომ პირველ ნაწილში ორ პიროვნებას ტკბილეულის ადრეულად შეჭმა სთხოვეთ.

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

შესაძლოა, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევდეთ იმ გავლენას, რომელიც ჩვენზე აქვთ ადამიანებს. მაგალითად, ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ კარგი მეგობრისგან ხშირად ჩვევებსა და მანერებს ვიღებთ? კარგი იქნება თუ უფრო მეტი ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ გავლენას ახდენენ სხვები ჩვენზე, რათა არ მივცეთ საკუთარ თავს უფლება, გავაკეთოთ ის უარყოფითი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ გავაკეთებდით.

დამატებითი მასალა
შოკოლადის პატარა ფილა ან ტკბილეული

იესო, როგორც ინფლუენსერი - გამოიცანი!

აზრები ბიბლიიდან
10 წუთი

მომზადება: ამობეჭდეთ დანართი, „გამოიცანი“.

მოქმედება

  • ახალგაზრდები პატარა ჯგუფებად გაყავით.
  • თითოეულ ჯგუფს მიეცით დამატებითი მასალა.
  • დასრულების შემდეგ შეცვალონ ფურცლები და მოინიშნონ სწორი პასუხები- პასუხებს ქვემოთ იხილავთ.

პასუხები

  1. რომელ ქვეყანაში დგას ქრისტეს ქანდაკება - „ქრისტე მხსნელი“? მინიშნება: ფეხბურთი, მსოფლიო თასი. პასუხი: ბრაზილია
  2. ჩამოთვალეთ 3 ფეხბურთელი. პასუხი: ნებისმიერი სამი ფეხბურთელი.
  3. რა საერთო აქვთ ქვემოთ მოცემულ სურათებს? პასუხი: ორივე მათგანი დღესასწაულია, რომელიც იესოსთან ასოცირდება.
  4. ჩამოთვალეთ კანონებიდან ნებისმიერი 3. პასუხი: 3 ნებისმიერი კანონი.
  5. რომელია ტოპ 3 უნივერსიტეტი მსოფლიოში? პასუხი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კემბრიჯი, ჰარვარდი ( 2022 წლის მონაცემებით)

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ხალხს იესო, ისინი ვერ უარყოფენ იმ გავლენას, რომელიც მან ჩვენს კულტურასა და საზოგადოებაზე მოახდინა. იესომ გავლენა მოახდინა ხელოვნებასა და არქიტექტურაზე, მაგალითად როგორც ამას ბრაზილიაში არსებულ ქანდაკებაში ხედავთ, მისი სახელი ფართოდ არის ცნობილი ესპანურ და ლათინო ამერიკულ სამყაროში - არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მისი სახელით გამოდიან საფეხბურთო მატჩებზე. ორი უდიდესი დღესასწაული (აღდგომა და ქრისტეს შობა) მის დაბადებასა და აღდგომაზე საუბრობს, ეს დღესასწაულები არ იქნებოდა შოკოლადებით, საჩუქრებითა და მხიარულებით სავსე, რომ არა ის! შესაძლოა ამან გაგაკვირვოთ, მაგრამ მრავალ კანონს საფუძვლად სწორედ ბიბლიური სწავლება უდევს, მაგალითად კანონი ადამიანების მკვლელობის ან მათი ქონების მითვისების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, 2 ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სწორედ იმ პიროვნებებმა დააარსეს, რომლებიც ღვთის ძიებასა და მის შეცნობას „მთელი გონებით“ ცდილობდნენ. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე იმოქმედა იესომ და გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე მიუხედავად იმისა, სწამთ და ფიქრობენ თუ არა მასზე!

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის (რათა უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ინფორმაციას) იესომ არა მხოლოდ საზოგადოებასა და კულტურაზე, არამედ ხალხის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა. მისი სიცოცხლის პერიოდში, მისმა ახლო მეგობრებმა თუ „მოწაფეებმა“ სამუშაო მიატოვეს, რათა მას და მის სწავლებას გაჰყოლოდნენ. მან განკურნა ბრმა, იმ პიროვნებებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც საზოგადოების მხრიდან გარიყულნი იყვნენ და საკუთარი ჯვარცმით ხალხი ჩადენილი დანაშაულებისა და ცოდვისაგან გაანთავისუფლა. ხალხი ისეთ ერთგულებას იჩენდა მისი მოძღვრებისა და საქმეების მიმართ, რომ მზად იყვნენ იესოს რწმენით მომკვდარიყვნენ. იესოს საქმეებმა, თავისუფლებისა და ღმერთთან ურთიერთობისათვის ჯვარცმამ ისე დიდი გავლენა მოახდინა მათზე, რომ მზად იყვნენ საკუთარი რწმენისათვის ეტანჯათ. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სიკვდილისათვის - გავლენა თუ არა, მაშინ რა არის ეს? მთელ სამყაროში, ქალაქებში, ეკლესიებსა და სკოლებში არსებობენ ადამიანები, რომლის ცხოვრებაზეც იესომ დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ინფორმაცია ლიდერისათვის: კარგი იქნება თუ ლიდერი მოკლედ ისაუბრებს იმის შესახებ, რა გავლენა მოახდინა იესომ პირადად მის ცხოვრებაზე.

დამატებითი მასალა
კალმები
დამატებითი მასალა «Quiz it Up»

ექსტრაორდინალური იუთუბერი!

დისკუსია
10 წუთი

იდეა

  • დააწყვილეთ ახალგაზრდები.
  • თითოეულ წყვილს დაურიგეთ ფურცელი და კალამი.
  • მათი დავალებაა, წარმოიდგინონ თითქოს აქვთ საკუთარი YouTube არხი, რომელზეც 1 მილიონი გამომწერი ჰყავთ, როგორი არხი ექნებოდათ?
  • იფიქრონ YouTube არხის თემატიკაზე მაგალითად: თამაშები, სილამაზე, გასართობი და ა.შ. ასევე იფიქრონ კონკრეტული ვიდეოების, არხის სახელის, ლოგოსა თუ ბლოგთან დაკავშირებული სურათების შესახებ, ეს იდეები 5 წუთის განმავლობაში ფურცელზე ჩამოწერონ.
  • იდეები ერთმანეთს გაუზიარონ.

დისკუსია

  • რას ფიქრობთ, როგორ გავლენა ექნებოდა თქვენს YouTube არხს?
  • როგორი ტიპის ადამიანები უყურებდნენ მას?
  • ახლა კი იფიქრეთ, იმაზე თუ რა გავლენა გინდათ რომ ადამიანებზე გქონდეთ (მაგალითად, შესთავაზოთ მათ სულელური გამოწვევები ან გაამხნევოთ რთულ მდგომარეობებში) შეცვლიდა თუ არა ეს თქვენს YouTube არხს? როგორ?
დამატებითი მასალა
ფურცელი
კალმები

თავად სცადე- გახმოვანება!

ვიდეო
7 წუთი

მომზადება: სხვადასხვა ფილმებიდან ეპიზოდები ამოიღეთ.

მოქმედება

  • აუხსენით, რომ რამდენიმე მათგანი ახლა იუთუბერობაში საკუთარ ძალებს გამოცდის. მათი დავალებაა, რომ ეკრანზე ნაჩვენები ფილმის კომენტატორი იყვნენ.
  • გამოიყვანეთ რამდენიმე მოხალისე.
  • ფილმი ხმის გარეშე ჩართეთ, მოხალისეებმა კი ის უნდა გაახმოვანონ.
  • შეგიძლიათ ამ აქტივობას თამაშის სახეც მისცეთ. ახალგაზრდების დარჩენილმა ნაწილმა ზურგი უნდა აქციოს ეკრანს და შეეცადონ ფილმი გამოიცნონ.

შეტყობინება

ისევე, როგორც იუთუბერები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რის შესახებ ქმნიან ვიდეოებს - ხალხიც შესაძლოა განსხვავებულ სფეროებში ახდენდნენ ზეგავლენას.

დისკუსია

რა სფეროებში ხართ ჩართული? სად შეიძლება გქონდეთ გავლენა? მაგ. სკოლა, ფეხბურთ, უბანი

დამატებითი მასალა
დინამიკი
პროექტორი
ლეპტოპი

თავად სცადე - სიმღერა!

მოქმედება
7 წუთი
  • აუხსენით ახალგაზრდებს, რომ ახლა მათი დავალება საკუთარი თავი სიმღერაში გამოსცადონ.
  • ახალგაზრდები პატარა ჯგუფებში გადაანაწილეთ.
  • ამცნობეთ მათ, რომ სიმღერის ან რეპის ტექსტის მოსაფიქრებლად 2 წუთი ექნებათ. მიეცით 3 სიტყვა, რომელიც ტექსტში უნდა გამოიყენონ მაგალითად: თევზი, ბარსელონა, კალათბურთის თამაში.
  • სიმღერები ერთმანეთს უნდა წარუდგინონ.

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

ზოგიერთი იუთუბერი საკუთარ ვიდეოში უკრავს ან სიმღერებს მღერის. ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რაც სიამოვნებთ, შესაბამისად ჩვენც შეგვიძლია შთავაგონოთ და გავლენა მოვახდინოთ ხალხზე იმ სფეროების მეშვეობით, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებენ.

შეკითხვა

  • რა საქმის კეთება გსიამოვნებთ?
  • როგორ შეგიძლიათ ეს სფეროები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოთ?

თავად სცადე - მოამზადე!

მოქმედება
10 წუთი

მომზადება: შაქრის პუდრა შეურიეთ წყალს იმისათვის, რომ ტკბილი მინანქარი გააკეთოთ.

მოქმედება

  • მოუწოდეთ ახალგაზრდებს გამოიჩინონ კრეატიულობა და შექმნან დეკორატიული ორცხობილა.
  • დასრულების შემდეგ, რამდენიმე მათგანი გამოვიდეს და „იუთუბერების“ მსგავსად შექმნილი პროდუქტი წარადგინოს - რაც შეიძლება დეტალურად აღწერონ პროდუქტი, თქვან თუ რა იყო მათი შთაგონების წყარო და როგორ მოამზადეს ორცხობილა.

შეტყობინება ახალგაზრდებისათვის

ისევე როგორც ყველა მონაწილემ განსხვავებულად, თავისებურად მოამზადა ორცხობილა უნდა ვიცოდეთ, რომ ის გზები, თუ როგორ ვახდენთ სხვებზე გავლენას და როგორ ვექცევით გავლენის ქვეშ, სხვა პიროვნებების მეთოდებისაგან განსხვავებული იქნება. ნუ შევადარებთ საკუთარ თავს სხვებს, უბრალოდ ვისიამოვნოთ იმით, რისი გაკეთებაც შევძელით!

დამატებითი მასალა
ორცხობილა
შაქრის პუდრა
ტკბილეული
თეფშები
თასები
კოვზები
ჩაის ტილო

შეასრულე შენი როლი

დასასრული
5 წუთი
  • წაახალისეთ ახალგაზრდები იფიქრონ, თუ როგორ უნდა მოახდინონ დადებითი გავლენა მათ ცხოვრებაში მყოფ ადამიანებზე.
  • გამოკვეთონ მინიმუმ ერთი რამ, რის კეთებასაც შემდეგ კვირაში დაიწყებენ.
  • კონკრეტულად, სთხოვეთ მათ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სოციალური მედიის მეშვეობით დადებითი გავლენის მოხდენა. მაგ: მეგობრისათვის გამამხნევებელი სიტყვების მიწერა, Facebook-ზე საქველმოქმედო მოწოდების გაზიარება, სახალისო ვიდეოების გაგზავნა იმ ადამიანისათვის, ვინც მოწყენილია ან საინტერესო ვიდეოს გადაღება.
დამატებითი მასალა
ფურცელი
კალმები