
ღმერთი ინსტაგრამზე: საუკეთესო ფოტო რედაქტორი
ახალგაზრდებს უყვართ ინსტაგრამის გამოყენება, მაგრამ ხშირად მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იდეალური სურათი გადაიღონ, რათა სხვებზე მოახდინონ შთაბეჭდილება ან შექმნან ისეთი წარმოდგენა, თითქოს ცხოვრება იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე ის რეალურად არის. ამ სესიის მიზანია გვაჩვენოს, რომ ღმერთს ზუსტად ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ და სადაც ვიმყოფებით ცხოვრების გზაზე; ფილტრები, რომლებსაც ვიყენებთ არაფერს წარმოადგენს მისთვის.
სესიის ლოცვა: ძვირფასო ღმერთო, მადლობა რომ ინდივიდუალურები შეგვქმენი და გიყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დაგვეხმარე უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ პიროვნებებად გვხედავ და ამასთანავე უფრო ნათლად აღვიქვამდეთ შენს სახეს. ამინ!
მიზნები
- გამოვიკვლიოთ ღვთის სიყვარული ჩვენდამი.
- განვიხილავთ რა „ფილტრები“ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რეალური მე დავკარგოთ.
- გამოვიკვლევთ, თუ რა ეტაპზე ვართ ცხოვრებაში და რწმენისაკენ მიმავალ გზაზე.
აღწერილობა
ახალგაზრდებს უყვართ ინსტაგრამის გამოყენება, მაგრამ ხშირად მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იდეალური სურათი გადაიღონ, რათა სხვებზე მოახდინონ შთაბეჭდილება ან შექმნან ისეთი წარმოდგენა, თითქოს ცხოვრება იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე ის რეალურად არის. ამ სესიის მიზანია გვაჩვენოს, რომ ღმერთს ზუსტად ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ და სადაც ვიმყოფებით ცხოვრების გზაზე; ფილტრები, რომლებსაც ვიყენებთ არაფერს წარმოადგენს მისთვის.
სესიის ლოცვა: ძვირფასო ღმერთო, მადლობა რომ ინდივიდუალურები შეგვქმენი და გიყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დაგვეხმარე უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ პიროვნებებად გვხედავ და ამასთანავე უფრო ნათლად აღვიქვამდეთ შენს სახეს. ამინ!
გაკვეთილისთვის საჭირო მასალა
- ლეპტოპი
- ინტერნეტი
- პროექტორი
- 1 ტელეფონი თითო ჯგუფისათვის
- ახალგაზრდების მობილური ტელეფონები
- ფურცელი
- კალმები
- ლიდერის ან ცნობილი პიროვნების სურათები
- მაკრატელი
- წებო
- ტაიმერი
- საკიდი(ე.წ შპილკა)
- ფურცელი
- კალამი
- პლასტელინი
- ფერადი კალმები
- pipe cleaners დრეკანი ფუმფულა ჯოხი
- ფურცელი
- კალმები
- თითოეული ჯგუფისთვის დისკუსიის კითხვების ამობეჭდილი ვერსია
- იარლიყი თითოეული პიროვნებისათვის
- ორი დიდი თასი
- მუსიკა აქტივობის დროს
- დამატებითი მასალა «Label Attack»
- ფურცელი
- კალმები
- დაკუჭული ბურთის ფორმის გაზეთი
- საკვების შესაფუთი გრინი
- ვიდეოს ყურების ტექნიკა
ჩემი მოდულები
რომელია თქვენი საყვარელი ფილტრი?
გუნდები პატარა ჯგუფებად დაყავით და დარწმუნდით, რომ თითოეულ ჯგუფს აქვს ტელეფონი. ახალგაზრდებს მიეცით რამდენიმე წუთი, რომ კრეატიულად გადაიღონ ჯგუფური სელფი. შემდეგ შეუძლიათ, რომ სურათი ნებისმიერი გზით დაამუშაონ ტელეფონში. დაადონ ნებისმიერი ფილტრი, ჩარჩო ან წარწერა. სთხოვეთ ჯგუფებს, ტელეფონი სხვა ჯგუფებთან მიიტანონ, რათა მათ მიერ გადაღებული სურათი წარუდგინონ იქამდე, სანამ ლიდერები ყველაზე კრეატიულ სურათს შეაფასებდნენ! თამაშის შემდეგ ჯგუფებს ფოტოების წაშლა სთხოვეთ.
დისკუსია
- ყველაზე მეტი, რა დრო დაგჭირვებიათ სრულყოფილი სელფის შესაქმნელად?
- რა გჭირდებათ იდეალური სელფის გასაკეთებლად?
- მოიყვანეთ ნებისმიერი ცნობილი პიროვნების მაგალითი, რომელიც თქვენი აზრით იდეალურ სელფს ქმნის.
რეალური ინსტა
სთხოვეთ ახალგაზრდებს მოიმარჯვონ ტელეფონები(თუ ახალგაზრდას ტელეფონი არ აქვს, შეუძლია მეწყვილესთან ერთად იმუშაოს). გახსნან ინსტაგრამი, სნეპჩატი, ტვიტერი ან Facebook ექაუნთი, თუ ვინმეს არ აქვს ტელეფონი შეუძლია ჯგუფში იმუშაოს. სთხოვეთ აირჩიონ მათი საუკეთესო სელფი. ფურცელზე ჩამოწერონ ის ფილტრები ან აპლიკაციები, რომლებიც ამ „იდეალური სურათის“ შესაქმნელად გამოიყენეს. დასასრულს საუბრისათვის მიეცით დრო.
დისკუსია
- ოდესმე მაკიაჟის გარეშე გადაგიღიათ სელფი?
- ბიჭებო, ბევრ რამეს აკეთებთ გარეგნობის შესაცვლელად, სანამ სურათს გადაიღებდეთ?
- რაიმე გაწუხებთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- რატომ ფიქრობთ, რომ ბუნებრიობა ადამიანებისთვის მიუღებელია?
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
მაკიაჟის გარეშე გადაღებული სელფი აჩვენებს, თუ რამდენ ფილტრს ვხმარობთ დღის განმავლობაში. არც კი დავფიქრდებით ისე შევიცვლით გარეგნობას „უკეთესი სურათის გადასაღებად“. არსებობს „რეალური ინსტაგრამის“ იდეა. რეალური ინსტაგრამი გულისხმობს, აღწერაში მიუთითო ყოველივე, რაც ამ სელფის შესაქმნელად მოიმოქმედე. მაგალითად, აღწერაში შეგიძლიათ დაწეროთ, „გადავიღე 51 სელფი, შევისწორე მაკიაჟი, თმა, შევცვალე განათება, დავამატე ფილტრი, დავარეგულირე კონტრასტი და განათება’ და ა.შ
კარგად ვფიქრობთ იმ საკითხზე თუ, როგორ ვაჩვენებთ საკუთარ თავს სამყაროს? ნამდვილად შენ ხარ ის, ვისაც სამყარო ხედავს?
ქაღალდის ფოტოშოპი
ახალგაზრდები პატარა ჯგუფებში გადაანაწილეთ, დაურიგეთ სურათები, მაკრატელი და წებო. მათი მოვალეობაა ამოჭრან სურათი და ახალი სახე შექმნან. დავალების დასრულების შემდეგ, ნამუშევარი ჯგუფს უნდა წარუდგინონ, ლიდერებს შეუძლიათ შეაფასონ ჯგუფები იმის მიხედვით, თუ რომელმა ჯგუფმა შექმნა ყველაზე სასაცილო სახე.
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
რეალურად, როდესაც ფოტოშოპით ან ფილტრებით დამუშავებულ სურათებს ვაქვეყნებთ, ჩვენ არ ვაქვეყნებთ იმას, ვინც სინამდვილეში ვართ. ეს ნიღბის უკან დამალვას ჰგავს, სამწუხაროდ დღეს ყველა ასე იქცევა, ეს კი იწვევს იმას, რომ აღარავის აქვს უფლება იყოს „რეალური“ ან უბრალოდ ავლენდნენ საკუთარ თავს და ასე, დაუსრულებლად გრძელდება ეს ციკლი.
ხელოვნურად შენარჩუნებული
ახალგაზრდები ორ ჯგუფად გაყავით. თითოეულ გუნდს მიეცით საკიდები(ე.წ შპილკა). თამაშის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საკიდი დაუმაგროთ მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს სხეულზე(ტანსაცმელზე)და ამასთანავე ეცადოთ, რომ თავად მოიშოროთ საკიდები სხეულიდან. 2 წუთის დასრულების შემდეგ დაითვალეთ, რამდენი საკიდი აქვთ სხეულზე ჯგუფის წევრებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ყველაზე ცოტა საკიდი ექნება.
დისკუსია
- როდესაც პიროვნებას პირველად შეხვდით, რამდენი დრო დაგჭირდათ იმის გასარკვევად იქნებოდით თუ არა მისი მეგობარი?
- რა სიტყვებს გამოიყენებდით იმ 3 პიროვნების დასახასიათებლად, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან თქვენთან?
- რომელ 3 სიტყვას გამოიყენებდნენ ადამიანები თქვენს დასახასიათებლად?
- გსურთ, რომ ხალხმა რეალურად შეაფასოს ის, რასაც ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელში აქვეყნებთ?
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
თამაშის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი საკიდი დაგემაგრებინათ მოწინააღმდეგის სხეულზე და ამავდროულად საკუთარი სხეულიდან მოგეშორებინათ ისინი. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხშირად იარლიყს გვაკრავენ და განგვსჯიან. ეს შესაძლოა სოციალურ მედიაშიც ხდებოდეს, მაგრამ ხშირად ჩვენს გარშემო მყოფებს გაუაზრებლად ვაკრავთ ამ იარლიყს. მხოლოდ 17 წამიც კი საკმარისია ჩვენთვის, რომ შევაფასოთ ადამიანი. როდესაც ინსტაგრამზე კონკრეტული ფილტრით ხედავთ პიროვნებას, თქვენ მას იმ სუბკულტურის მიხედვით აფასებთ, რომელსაც შესაძლოა ის მიეკუთვნებოდეს. მაგრამ ხშირად ასეთ ინსტაგრამ ექაუნთებზე სრულად არ ჩანს ფოტოები, არამედ ის მხოლოდ მცირე ნაწილს აჩვენებს ამ პიროვნების შესახებ.
ფსალმუნი 138
ამობეჭდეთ ფსალმუნი 138 (თითოეული ახალგაზრდისათვის). სთხოვეთ ახალგაზრდებს ამოირჩიონ მუხლი/მუხლები, რომლებსაც გარკვეული დატვირთვა აქვთ მათთვის. შეუძლიათ დახატონ როგორ აგრძნობინებთ თავს ან რა ფიქრებისაკენ უძღვებათ, ესა თუ ის კონკრეტული მუხლი. გააკეთეთ რაიმე ფიგურა pipe cleaners-ის, პლასტელინის გამოყენებით ან ლამაზი წერის მეშვეობით ან დახატონ.
რას შეცვლიდით?
თითოეულ ახალგაზრდას დაურიგეთ ფურცელი და კალამი, სთხოვეთ ფურცელი 5 ნაწილად გაყონ: სახლი, სკოლა, გარეგნობა, ინდივიდუალურობა, მეგობრობა. აუხსენით ახალგაზრდებს, რომ ფილტრებისა და ფოტოშოპების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გააუმჯობესოს და ხაზი გაუსვას კარგ დეტალებს, ხოლო შეცვალოს ცუდი დეტალები. სთხოვეთ ახალგაზრდებს, საკუთარი ცხოვრების ამ 5 ნაწილზე იფიქრონ და ჩაიწერონ, რომელ დეტალებს გააუმჯობესებდნენ და რომელს შეცვლიდნენ ან შეასწორებდნენ. სურვილის შემთხვევაში ნება მიეცით ახალგაზრდებს საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
როდესაც გარშემო მყოფების ცხოვრებას ვაკვირდებით, ჩვენ რეალურად მათი ცხოვრების რედაქტირებულ, გაფილტრულ ვერსიას ვხედავთ, ჩვენ კი სწრაფადვე შეგვიძლია გავაიგივოთ საკუთარი თავი მათთან და ვიფიქროთ იმაზე თუ, საკუთარი ცხოვრების, გარეგნობის ან პიროვნულობის რომელი ნაწილი არ მოგვწონს. თუმცა, ღმერთი გხედავთ და უყვარხართ ისეთი, როგორებიც ხართ. ღმერთი იმ ფილტრებისა და ნიღბების მიღმა გვხედავს, რომელსაც ვატარებთ და ვუყვარვართ ჩვენი შინაგანის გამო.
დისკუსიის ზონა
შეკითხვები
- ვისთან ერთად შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ?
- რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ მათთან შეგიძლიათ იყოთ რეალური და არა სხვებთან?
- ეფესელების 2:10 ამბობს, „მისი ქმნილებანი ვართ“. რა გრძნობას აღძრავს ეს მუხლი თქვენში?
იარლიყის მიკვრა
დაჭერით დანართი და მოათავსეთ თასში/კონტეინერში სახელწოდებით, ღვთის სიტყვა. მოუწოდეთ ახალგაზრდებს იარლიყებზე დაწერონ ის ნეგატიური სახელი, რომელიც მისთვის ოდესმე უწოდებიათ. შემდეგ გარკვეული დრო მიეცით ახალგაზრდებს, რომ ეს იარლიყი თასში მოათავსონ და მეორე თასიდან სახელწოდებით, ღვთის სიტყვა ამოიღონ ერთი ფურცელი. ახალგაზრდებს მიეცით დრო, რომ იფიქრონ და წაიკითხონ ის ფურცელი, რომელიც თასიდან ამოიღეს.
შეტყობინება:
„იარლიყს“, რომელსაც ვატარებთ ხშირად იქიდან ვიღებთ, თუ რას ამბობენ ადამიანები ჩვენზე და ასევე თავად რას ვამბობთ, სოციალურ ქსელში თუ რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თავზე. მაგრამ კიდევ არსებობს ვიღაც, ვის მიერ მონიჭებული იარლიყიც აისახება ჩვენზე.
მიყევით ლიდერს
მოუწოდეთ ჯგუფს რომ ოთახში გაისეირნონ, შემდეგ აუხსენით, რომ რამდენიმე წუთში ერთ პიროვნებას ოთახიდან გასვლას სთხოვთ, რის შემდეგაც აირჩევთ ერთ წევრს, რომელმაც პიროვნებების ქცევა უნდა გაიმეოროს, თუმცა ჯგუფის სხვა წევრებმა სიარული უნდა განაგრძონ. ამორჩეულ პიროვნებას სთოვეთ ოთახიდან გასვლა. შემდეგ აირჩიეთ პიროვნება, რომელიც გაიმეორებს წევრების სიარულის მანერასა და მოძრაობებს, შემდეგ კი უკან შემოიყვანეთ გარეთ გასული პიროვნება. 3 ცდა აქვს რომ ამოიცნოს სწორი პიროვნება, რომლის ქცევას ყველა იმეორებდა. შეგიძლიათ მონაწილეები შეცვალოთ და რამდენჯერმე გაიმეოროთ ეს თამაში.
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
ჩვენ ხშირად ვბაძავთ სხვებს, იქნება ეს ინსტაგრამის ფილტრის არჩევისას, ჰეშთეგის მონიშვნისას, ტრენდის მიყოლისას თუ კონკრეტული ჩაცმულობის არჩევისას, რათა მოვერგოთ იმ სტანდარტებს, რასაც სხვა ყველა ერგება, როგორც ეს თამაშში გავაკეთეთ. მაგრამ მაშინ, როდესაც მთლიან დროს სხვების მიბაძვას ვუთმობთ, გვეცოდინება კი ვინ ვართ რეალურად?
გამამხნევებელი ხელი
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
როგორც არ უნდა წარმოვაჩენდეთ საკუთარ თავს ონლაინში, ის ვერასდროს იქნება ჩვენი რეალური სახე, ეს უბრალოდ დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ გვინდა გვხედავდნენ სხვები. რა მოხდებოდა, თუ მეგობრების თვალით დანახული „მე“ სინამდვილეში ბევრად უფრო დადებითი იქნებოდა? რა მოხდებოდა, თუ ღმერთის თვალებით დანახული „მე“ უფრო მეტია, ვიდრე დადებითი? შეცვლიდა ეს ჩვენს ფიქრებს საკუთარი თავის მიმართ და საჭიროებას, დავმალოთ საკუთარი თავი ფილტრის უკან?
მოქმედება
თითოეულ ახალგაზრდას მიეცით ფურცელი და კალამი/ფანქარი, სთხოვეთ ხაზი შემოავლონ საკუთარ ხელს და ფურცლის თავში დაწერონ სახელი. შემდეგ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს უნდა გადააწოდონ ფურცლები. მოცემულ ფურცელზე გუნდის ხუთმა წევრმა უნდა დაწეროს გამამხნევებელი სიტყვები, თითოეული ერთ თითზე/ცერზე.
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
ეს ფურცელი თქვენთვის არის, რათა შეინახოთ იმ პიროვნებების ნაწერები, რომლებიც გიცნობენ რეალურად და არა ონლაინ. ფილტრების გარეშე შესანიშნავი პიროვნება ხართ და რაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს საკუთარ, რეალურ პიროვნებასთან, სხვებიც შესაბამისად განეწყობიან საკუთარი თავის მიმართ.
ფილტრის მიღმა
ახალგაზრდები 3 ჯგუფად გაყავით, თითოეულ ჯგუფს მიეცით გრინი და ბურთის ფორმის დაკუჭული გაზეთი. მოთამაშეებმა გაინაწილონ ნომრები, 1, 2, 3. პირველი და მეორე მოთამაშე პასუხისმგებელია დაიჭიროს გრინი და დაიცვას მესამე მოთამაშე(შექმნან ერთგვარი ფარი), მესამე მოთამაშე შეიარაღებული იქნება ბურთებით, რომელსაც საკუთარი ფარიდან მოწინააღმდეგეებს ესვრის. თუ გუნდში სამ მოთამაშეზე მეტი იქნება, მაშინ დანარჩენი მოთამაშეებიც ფარის მიღმა უნდა განთავსდნენ, მაგრამ მათ ბურთის სროლის უფლება არ აქვთ. როდესაც გუნდის წევრები დაინომრებიან და საკუთარი მოვალეობები ეცოდინებათ, შექმენით ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მესამე მოთამაშის მიზანია ერთმანეთს ესროლონ ბურთები, სანამ გუნდის წევრები იცავენ მათ. თუ რომელიმე მესამე მოთამაშეს მოწინააღმდეგის ბურთი მოხვდება, მისი ჯგუფი შეწყვეტს თამაშს და შემდეგი რაუნდისათვის მოემზადება.
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
დღეს ძალიან დიდი დრო გავატარეთ იმაზე ფიქრში, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ „ფილტრი“ ცხოვრებიდან. თუმცა, არსებობს ერთი ფილტრი, რომელიც ნამდვილად კარგია. როდესაც იესოსთან იწყებ ურთიერთობას, მოვლენებს სხვაგვარად ხედავ და ღმერთიც სხვაგვარად გიყურებს, იესოს ფილტრის მეშვეობით. ჩვენ კვლავ დავუშვებთ შეცდომებს, არასწორად გავიაზრებთ მოვლენებს, გვექნება ნაკლი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩვენსკენ მომართული, იესო დამცავი ფარივით იმოქმედებს, როგორც ეს თამაშში ხდებოდა, რადგან როდესაც ღმერთი გვიყურებს, ის იესოს ხედავს ჩვენში. როდესაც იესო მოკლეს და მკვდრეთით აღსდგა, ის სრულყოფილი იყო, მას დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, როდესაც მასთან ვიწყებთ ურთიერთობას , ღმერთი იესოს ფილტრით გვიყურებს, ის ჩვენში სრულყოფილებას ხედავს ისევე, როგორც იესო იყო სრულყოფილი.
ცხოველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადამიანები არიან
ფილმი
https://www.youtube.com/watch?v=m-ce7776FiY (Animals That Think They're Humans [2020])
შეტყობინება ახალგაზრდებისათვის
ამ ვიდეოში ვხედავთ თუ როგორ ასრულებენ ცხოველები ადამიანურ აქტივობებს, თითქოს ეს მათი მეორე ბუნება იყოს. ზოგჯერ იმდენ დროს ვატარებთ სხვა ადამიანად ყოფნაში, რომ გვავიწყდება ვინ ვართ რეალურად. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაიწერეთ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც აღმოაჩენთ, რომ საკუთარი თავის შესაბამისად არ იქცევით, იქნება ეს გარკვეულ ადამიანთან ერთად, კონკრეტულ სიტუაციაში თუ ადგილზე. ამ მომენტში გაიხსენეთ, რომ ღმერთი ხედავს ყოველივეს და უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ და როგორებადაც მან შეგქმნათ. #არაფილტრებს!