პროგრამი „კლდის“ შესახებ

„კლდე“ (Rock Solid) არის პროგრამა მოზარდთა კლუბებისთვის, რომელიც უკვე გამოიყენება მრავალი ეკლესიის მიერ მთელს მსოფლიოში. მისი მიზანია სახარების საინტერესო და ხელმისაწვდომი ფორმით გადმოცემა 11-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც ჯერ პირადად არ იცნობენ ქრისტეს. პროგრამა დაგეხმარებათ იდეებით და კარგად გააზრებული სტრუქტურით. ეს საშუალებას მოგცემთ რეგულარული მხიარული და სასარგებლო შეხვედრები ჩაატაროთ .ქრისტიანული ფასეულობების მიწოდება შემოქმედებითი და შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. გაკვეთილები ჩვეულებრივ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, მაგრამ პრიგრამას აქვს მოქნილი სტრუქტურა, ასე რომ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად შეამციროთ ან გაზარდოთ გაკვეთილები.

გაკვეთილის ჩატარების სახელმძღვანელო

გაკვეთილების მაგალითი:

(დარეგისტრირდით, რომ ქონდეთ წვდომა 51 გაკვეთილთან)

YouTube შეკითხვა: რატომ დუმს ღმერთი?

ეს სესია იკვლევს:  რას ნიშნავს ღვთის მოსმენა; როგორ გვიწინამძღოლოს ის და როგორ ვცნობთ მის ხმას ყველა იმ ხმებს შორის, რომლებსაც ვისმენთ. 

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი
გაზაფხული 2023
ერთადერთი გზა? სხვა სარწმუნოება

იესო ამბობს, რომ ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე...მხოლოდ ქრისტიანობა არ არის ერთადერთი სარწმუნოება მსოფლიოში. მაშინ, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ქრისტიანობა სწორია და მათი ღმერთი რეალურია?

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 96 წუთი
გაზაფხული 2023
რა არის შენი მემი

ჩვეულებრივ, მიმი წარმოადგენს სურათს ან მოკლე ვიდეოს, რომელიც ვირუსივით ვრცელდება საზოგადოებაში. ახალგაზრდებს უყვართ მიმები. ისინი მოკლე და ეფექტურია (ზოგჯერ შეუფერებელიც კი). ამ სესიაში ვაპირებთ, რომ მიმების სამყაროში გადავეშვათ.

Rock Solid
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 93 წუთი
გაზაფხული 2023